კინოკამერა
ბასას მთებს შორის ლურჯი ცაა გაჩრილი, კვლავ ვაკვირდები დროს, ვით ბანომეტრს, ჩემი ბავშვობა გორგოლაჭივით სოფლის შარაზე მზეს მიაგორებს. ზღვა მელნისფერ შუქს ლილად გაირევს, კადრს ცვლის კადრი და ფირი ილევა... - თქვენც აქ დარბოდით? – ვკითხე ყვავილებს, - ჩვენც აქ დავრბოდით! – თქვეს ყვავილებმა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი