ოსის გოგო ორღობეში
კაბაჭრელი, თმაგიშარა, ერთ მშვენიერ დღეს, ორღობეში მიარხევდა წელს და თვალები გამიშტერა... ეს იყო და ეს. ახლა ალბათ არც ვახსოვარ, შეხიზვნია მთებს, - ქმარიც ჰყავს და ორღობეში მურა ძაღლიც ჰყეფს... მე კი ერთხელ, თმაგიშერამ ერთ მშვენიერ დღეს, ორივ თვალი გამიშტერა... ეს იყო და ეს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი