პიანო
ლერწმებში ნიავს ეძინა უკვე, ყანჩა ყიყინით ეძახდა ყანჩას, - პატარა გოგომ შეხედა ღრუბლებს, პატარა ბიჭი ნაწყენი დარჩა. მწუხრში ნისლივით ჩნდებოდა იჭვი, რწმენა წყალივით ითხოვდა სითბოს, - ტანზე იხდიდა პატარა ბიჭი, პატარა გოგოს სცხვენოდა თითქოს. გული ჩიტივით ბუდეში იჯდა, და გლეჯდა ლაგამს მშიერი რაში... პატარა გოგო დნებოდა ბიჭთან და მზე ფიფქივით ქრებოდა ზღვაში.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი