როქი
პაიკივით თქვენს წინ ვდგები, რასაც ვამბობ, სიმართლეა, მენდეთ, - მეფისა და ეტლის გადაადგილებით არაფერი არ იცვლება დღემდე. პაიკს არვინ უფრთხილდება, ამ ბოლო დროს სუყველაფერს სწირავთ, - ო, რას ვხედავ, თუ გჭირდებათ, დედოფლებსაც სწირავთ ხოლმე ხშირად. თქვენ თამაშობთ დიდებულად, ლაჩრებს შორის იხატებით გმირად, - იჭვმა გაგაუბედურათ, ახლა ამ იჭვს უკვე რწმენას სწირავთ. ვიცი, ჩქარა ერთმანეთში აირევით, ერთი სვლა გაქვთ, ერთი აზრი გზარავთ, - მეფისა და ეტლის გადაადგილებით არაფერი არ იცვლება, არა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი