უკანასკნელი
ოდეს ხორცი ვერ გაუძლებს ჯვარცმას, ამ ზარ-ზეიმს და სევდიან კარნავალს, სიმი ჩემი მიამაგრეთ სხვა ჩანგს, ლექსი ჩემი ხალხში თვითონ გადავა. ოდეს გამცრის დრო სილად და ხრეშად და დაფაზე ავშლი ჩემს თეთრ პაიკებს, - სიტყვა ჩემი დაუმარცვლეთ ეშმაკს, - სული ღვთისკენ ბილიკს თვითონ გაიკვლევს. ოდეს წიგნში სიტყვა ვეღარ გაძლებს და გულდაგულ ვერ გამიჭრით სამარეს, ცეცლი ჩემი მიუმატეთ სხვა ცეცხლს, ფერფლი ჩემი თბილისს გადააყარეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი