უკანასკნელი "მეფაიტონე"


ბუბა კიკაბიძეს
ძველი თბილისი ისევ მიგონებს,
ნისლივით ჩნდება დარდი, _
ერთ დროს პირველი მეფაიტონე
ქუჩაში ფეხით დადის...
ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,
გულო, გაუძელ ტკივილს, _
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს,
გაყიდულ არღანს ვტირი.
`ფანჯარაში მტრედია...”
მზეზე ვთბები და ხშირად ვისვენებ,
რაღაც მინდოდა მეთქვა...
ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე,
რატომ მოვედი თქვენთან...
არც ფაიტონი, აღარც ცხენები,
რატომ არაფერს მეტყვით...
სად მიმაქროლებს ჭენებ-ჭენებით
წუთისოფელის ეტლი?!
`ფანჯარაში მტრედია...”
მივდივარ... ძნელი ყოფილა წასვლა,
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს...
უკანასკნელი სიმღერის ფასად
უკანასკნელად დავლევ...
მივდივარ... მიმაქვს ჩემსავით ძველი
დარდის გუდურა გრილი...
უკანასკნელი ყარაჩოღელი
ემშვიდობება თბილისს.
`ფანჯარაში მტრედია...”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი