“ვერის უბნის მელოდიებიდან”
ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს, ერია თუ ბერია, - “მაშინ რაღაც მაინც იყო, ახლა არაფერია!” ბევრი უხმოდ წრუპავს “სიტროს” - “დროს მარილი აკლია”, “მაშინ ყრუმუნჯობა იყო, ახლა ლაპარაკია!” ზოგი ძველ დროს ვერ ელევა, როგორც კუთვნილ კერიას, - “ცუდიც ბევრი იყო, მაგრამ კარგიც ბევრი ერია!” თავს იზღვევენ ზოგ-ზოგები და ძველ “მარშებს” მღერიან, - “მაშინ ყველაფერი იყო, ახლაც ყველაფერია!” იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ცოტაა თუ ბევრია, - “მაშინ არაფერი იყო, ახლაც არაფერია!”
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი