უბატონო ლილეო
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი, ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, - საქართველოს არ ჰყოლია ბატონი, საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა. ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი, ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, - სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი, სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა! იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც, იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, - დედანას არ ჰყოლია ბატონი, დედაენას დედაერი ჰყავდა! შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი, თამარ მეფე მეუფედ და ხატად, - პოეზიას არ ჰყოლია ბატონი, პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი