ცა უსასრულო
ცა უსასრულო, ზღვა უნაპირო, გზა - ატლასივით გლუვი გემბანი. მოგიგონებდი, მაგრამ ვაი, რომ აყვირდებიან მოგონებანი. შეაშფოთებენ იელებს ძილში. დააღვიძებენ სიზმრებს, ვით ბავშვებს, დააფეთებენ დაბორკილ რაშებს,- ვაით და ვიშით, ვაით და ვიშით... მოგიგონებდი, კვლავ რომ არ მქონდეს, აწ დაკარგულის დაკარგვის შიში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი