ყველას ასე ეგონა
როცა იბადებოდა, ტიროდა თუ მღეროდა, ყველას ასე ეგონა, უფლისწულად ჩნდებოდა. როცა იბადებოდა და სიცოცხლით თვრებოდა, ბევრს ნამდვილად სჯეროდა, ბედს რომ არ ასცდებოდა. იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა, ყველას ასე ეგონა, ცეცხლი არ ჩაჭკნებოდა. იბრძოდა თუ იწვოდა, როცა ცარგვალს წყდებოდა, ყველას ასე ეგონა, ტყვია არ მოხვდებოდა. რწმენა უკვდავებისა ვიდრე გულში რჩებოდა, ბევრს ეგონა, სიკვდილი მას არ შეეხებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი