ვინც ამ გოგოს გააცინებს
შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება _ მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე არის, ის ცხოვრება ისეა. _ ეს მანდილი ვისი არი? _ ეს ჩანგური ვისია? _ ეს ხომ ჩემი დისი არი... _ ეს ხომ ჩემი ძმისია! ვკისკისებდით მალხაზები, დარდი გვქონდა რისია?! თურმე დასასრული იყო, მე ვთქვი _ დასაწყისია. როგორ გაჰქრა სიყმაწვილე, ვეღარ ამომიხსნია. შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინ გაიგოს, ვისია? ბაღში გოგო დაგოგმანებს, გოგოა თუ ნისლია?! ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს, ვინც აკოცებს _ მისია. ეს ცხოვრება ასე არი, ის ცხოვრება ისეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი