სანთლის ფრთებივით ...
სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული წლები გზებად და გზები გედებად,- თანდათანობით დნება სხეული და სული შუქად სახიერდება... ვიცი,წვას ვერვინ გამიადვილებს, მაგრამ არ ვიცი,სულაც რა მომდის,- თანდათანობით უნდა წავიდე და შენთან დავრჩე თანდათანობით. ო,არ გეგონოს,რომ მხრებს ვასვენებ და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,- ის რაც მე არ ვარ,არ იარსებებს, რაც იარსებებს,არც ის ვიქნები. დარდით ივსება ბედის რვეული, ღამე იწვის და გული ჩერდება,- თანდათანობით დნება სხეული და სული შუქად სახიერდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი