ჭიქა საუბარი
ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის, უბრალო ნდობა, - და მაინც შევხვდით... სისულელე ყოფილა მტრობა! სულ ერთი ჭიქა საუბარი კმაროდა გზნებით, რომ ერთმანეთში გვეპოვა ძმები. დრო დროს ედავა, ცა გაეხსნა სასურველ სურვილს. მაინც ერთად ვართ, - სისულელე ყოფილა შურიც! რაც იყო, იყო, გასულია ეპოქა მგლური, - უნდა იპოვოს გონებამ გული! ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის, უბრალო ნდობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი