მრავალჭირვარამგადანახადი


მრავალჭირვარამგადანახადი,

უნატიფესი ენა ქართული,

ყველაზე კარგად რომლის ლაზათი

შოთას ლექსშია გამოხატული;


ვინ იცის,

მტარვალს გადურჩა რამდენს,

ვინ იცის,

მტერი ჰყავდა რამდენი...

მაინც შეიძლო მოსვლა აქამდე,

არ აღმოიფხვრა,

არ გაცამტვერდა.


დღეს ბედი მისი ჰკიდია ჩვენზე!

ლარი და ხაზი ამას რად უნდა...

ჩვენ უნდა შევძლოთ,

და კიდეც შევძლებთ!

კვლავ იძლიეროს

ენამ ქართულმა...

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი