ანდუყაფარო ..
ანდუყაფარო, ლიპარიტო, - დარნო მთათანო, ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო, ბიჭო სესეო, თოთიკაანთ ქალო მელანო, ვაჟას არწივო, შოთას ვეფხვო, ტატოს მერანო; ბზიფო, ენგურო, ალაზანო, მტკვარო, იორო, აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო; ქინძმარაულო, ტიბაანო, - ღვინოვ კახურო; გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო, დიდო კოლხეთო, დიდო ქართლო, დიდო შამქორო, - ვერ დამადუმონ, ვერ დამძალონ - თუნდა ჩამქოლონ...… ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს - ფრთები მასხია თქვენგნით... მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი