მე მიყვარს ხოლმე სიარული..
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს... მიყვარს და... არ ვიცი რატომ!.. (მიზეზის პოვნას არც თუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი... და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი, და ბოლოს სასაფლაოსკენ წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად! უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა! დედაო, გმადლობ! - ვხედავ ქვეყანას სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი