გაივლის დრო და..
_ გახსოვს?! _ გეტყვი დღევანდელ დღეზე; შენ შემომხედავ, აგევსება თვალები ცრემლით. _ აი, ხომ ხედავ _ სასურველის მიღწევა შევძელ. _აი, ხომ ხედავ _ გავამართლე იმედი შენი. გაივლის დრო და... _ გახსოვს?! _ გეტყვი დღევანდელ დღეზე; შენ შემომხედავ, აგევსება თვალები ცრემლით. _ აი, ხომ ხედავ _ რაც მინდოდა, ვერაფრით შევძელ. _ აი, ხომ ხედავ _ გავამტყუნე იმედი შენი. გაივლის დრო და... უნდა ითქვას ორიდან ერთი. გაივლის დრო და... გამოჩნდება ახალი ვინმე. გაივლის დრო და... _ თქვი, რომელს გეტყვი! _ მეორეს?! პირველს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი