ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ..


ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო, _
თვალიც ვერ მოჰკრა
გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
სად არის იგი! _
ეს ღმერთმა იცის! _
იმ ერთის ხილვის, _
იმ ერთის პოვნის, _
ათასში ერთი გამხდარა ღირსი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი