დედა
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა. ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა. ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა. ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?! - მშობელი დედა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი