მადლი იმ ზართა
რაც კი ზარია შემოკრული დღემდე ალავერდს, _ მადლი იმ ზართა შესწეოდეს მეზვრე მანაველთ, მეზვრე ჩუმლაყელთ, მეზვრე შილდელთ, მეზვრე ახმეტელთ! _ მე ვინაიდან ღვინოებში კახურს ვაღმერთებ. რაც კი ზარია შემოკრული აქამდე ყინწვისს, _ მადლი იმ ზართა შესწეოდეს ტურფაა ვინც კი: მროელთ, არბოელთ, მცხეთელთ, კასპელთ, გორელთ აგრეთვე!@ _ მე ვინაიდან ქალთა შორის ქართლელს ვაღმერთებ.რაც კი ზარია შემოკრული საერთოდ სადმე, _ მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს: ჰყვაოდეს ქართლი, იმერეთი, ფშავი, კახეთი! _ მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი