ნუ გაიკვირვებ!
ულხინს თუ უმძიმს, _ სულ ერთია! _ ყველა რწმუნდება! _ ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! _ და, _ ვინც მიგანა, _ ისევ ჩემთან მოძუნძულდება! და ისევ: არვინ ეყოლება მას ჩემი ფასი! და ისევ: შესვამს სადღეგრძელოს ის ჩემსას თასით!.. კი, მარა! _ ბნელა?! _ მეც კაცი და ეს კაციც _ კაცი?! მე ვინც დამწიხლა! _ მე ვინც მირქინა! _ სულზე ქართულზე, _ დღეს ვინც ქირქილებს!.. ნუ გაიკვირვებ! _ ხვალ ჩემთან ძმობა მოიწადინოს კაცმა იგივემ! ჩემი ეპიტაფია, _ წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე (ქვედაზეც, ზედაზეც), _ მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც შენი არ იყოს, _ ჩემო ირაკლი! _ ვერ ვიდევგმირე! _ ვერ ვიწინაპრე! _ ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! _ მამულმა შენებრ შემიწირა მე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი