რაც სურდა საბას
თუ მსურდეს სხვა რამ, _ ღმერთმა დამლახვროს! მსურს მხოლოდ იგი, _ რაც საბას სურდა: კაცმა ქართველმა, _ მსურს, _ ქართულად ილაპარაკოს და საქართველოს _ საქართველო, _ მსურს, _ ერქვას მუდამ! ღმერთმა ქართული, _ აწ და მარად, _ აკურთხოს მიწა! სვის ჩარხმა მისმა აწი მაინც იბრუნოს წაღმა! _ და ყველას, _ ჰქვია ქართველი ვისაც, _ მსურს, _ სურდეს იგი, _ რაც სურდა საბას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი