5 54207

საბა


ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, _
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
_ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! _ თქვა და თითქოს კიდეც ინანა.
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა, _ ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
_ წვიმა არ არი! _
საბას კაბა დაუსველა რამ?!
_ თოვლი არ არი! _
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
_ ყინვა არ არი! _
სულხან-საბას აკანკალებს რა?
_ რამ დაასველა?!
_ რამ დაათეთრა?!
_ რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!...
...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, _
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, _
სტამბოლში შვილი დედას სტირის, _ ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, _ მუხლზე დაცემულს).
_ რამდენს აფასებ მაგ პატარას? _ ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
_ უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! _
წარმოსთქვა ბალღმა, _ ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
_ არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
_ უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?...
საბას ცრემლები მოეძალა, _ ატირდა კაცი, _
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი, _ საქართველოც, _ ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, _ სასაცილოა! _
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევსდა...
_ მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! _
გულს ნუ გაიტეხ! _ მუხა კვლავაც შეიმოსება!
კომენტარები (21)

mariam gogocashvili mocekvave - 14.11.2016

RA KARGI LEQSIAA
მაგარია

დავიდ კაროიანი მოსწავლე - 25.01.2017

ძალიან კარგი ლექსია :) ;)

rusudan beruashvili - 04.02.2017

მე ამ ტექსტსტში მომეწონა ის სიტყვები:"მუხა კვლავაც შეიმოსება!".
ისე ეს ლექსი ვიცი რომ შავ სიაშია ამ სიტყვის გამო (შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.)
ისე ძალიან კარგი ლექსია

ქეთრინნ - 20.06.2020

ჟრუნტელს რომ დაგივლის- ისეთია))

ShakoM - 05.03.2021

ჩემი საყვარელი ლექსია

Saba Kapanadze ფეხბურთელი - 31.10.2021

ძალიან ცუდი ლექსია

Mate giqoshvili მოსწავლე - 08.11.2021

მასწავლებელმა სასწავლად მომცა ეს ლექსი 💀😰😭

Mate giqoshvili მოსწავლე - 08.11.2021

😭😭😭😰😰😭😰😭😭😭😭😭😭😭😭😭😭

ვასიკო პერტაია მოსწავლე - 09.11.2021

Mate guqohvili შენი მასწავლებელი ვინ არის ან მერამდენე სკოლაში ხარ. მე მესამე საჯარო სკლაში 6ა კლაში მაწავლებელი ნინო ფიფია

მართა ხატიაშვილი სკოლის მოსწავლე - 29.11.2021

მთლიანად მაქვს ეს ლექსი სხაპასხუპით ზეპირად ... ისე მართლა ძალიან კარგი ლექსია. ვისაც ეს ლექსი არ მოსწონს ის ვერც მიხვდება თუ რა დევს ამ ლექსსში მორალი და ვერც იმას დააფასებს ვინ იყო სულხან-საბა... ისე ცოტა დიდი კია...

მართა ხატიაშვილი სკოლის მოსწავლე - 29.11.2021

👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍
მაგრამ ისე მომეწონა ეს ლექსი რომ ძალ-ღნეს არ დავიშურებ ამის სასწავლად...

ანანო კიკოლაშვილი მოსწავლე - 03.03.2022

ძალიან კარგი ლექსია. მე მომეწონა, თქვენი კი არ ვიცი

ნიკა ლოლაძე სკოლა - 27.03.2022

მასწავლებელმა მოვცა ეს ლექსი :/ 🤥🤨☠️💀

Andria Qutelia - 07.11.2022

ძალიან საინტერესო ლექსია 👍

vani1 pharmacy - 10.11.2022

ძალიან კარგი და საინტერესოა

shinigamy nika უსაქმური - 10.11.2022

კარგი ლექსია მაგრამ ამდენს რა ისწავლის://

Kimseungminsgf მოსწავლე - 13.03.2023

Kargi leqsia mara amis sxapasxupit swavlas tavis mokvla jobia 🙂
მაგარი ლექსია