სუფრული
არგვეთი მოსპო მურვან ყრუმ (დედა ვატირე მე მისი!); გულს შავი მიკლავს მე ნამყო და არანაკლებ მერმისი. კახეთი მოსრა აბასმა (დედა ვატირე მე მისიც!); ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა-სმა, ძილი წაგვერთვა ნებისი. ქართლი გათქერა თემურმა (დედა ვთქვა?! — რა ვთქვა მე მისი?!); ვინ მოთვლის, თავდადებული რამდენი მოკვდა ერისთვის. მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა ხოში ვერ ჩაკლა ქეიფის; კვლავაც ფეხზეა თამადა, რაც, — რასაც ნიშნავს, — ქე იცი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი