შემოდგომის სურათები


I

მწიფე ყურძნით
ხარობს თვალი,
წელს უხვი ჩანს მოსავალი...
სახლის უკან
ბღავის ბალი:
– ვაი, ჩემი ტყაბის ბრალი!

II

წვიმა გახშირდა...
დაჭკნა გვირილა.
ხეზე მტრედივით
შემოჯდა ზვინი.
საწნახელს სისხლი
წასკდა ცხვირიდან, -
ჭურში ორშიმომ
ჩატუნტრა ცხვირი.

III

ცეკვავს წისქვილის დოლაბი,
ტაშისკვრაში საცერი,
ფუჩეჩში ჩასაფრებულა
ნედლი სიმინდი – შემწვარი;
აღფრთოვანება
ამ მცირე მიწიდან აღმონაცენი,
ვით ცეროდენა კვერცხიდან
ამოფრენილი მერცხალი, -
ლაღად მოივლის ქვეყანას,
შინაურია ყველგანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი