წახვალ, _ მაგრამ..


წახვალ, _ მაგრამ, _ ვეჟო! _
(თავს ხომ შენსას იცნობ)! _
გაძლებ უთბილისოდ?! _
ვეჭვობ!

წახვალ, _ მაგრამ, _ კაცო! _
(არაფერი სხვაც რომ)! _
როგორ უნდა გაძლო, _
თუნდაც, _ უალაზნოდ?!

გაძლებ?!
ვერა! _
ვერა! _
ზღვას რამეთუ ყველას, _
შენი გიჯობს შენა
ღელე
მაცინცველა!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი