დღე და ღამე


ჩაქრება მზე და
დგება ღამე,
როგორც მზის კვამლი, -
აქა-იქ,
როგორც ნაპერწკალნი, -
კრთიან ვარსკვლავნი.
იელვებს ხოლმე
ასანთივით
ყივილი მამლის, -
კვლავ მზე ჩაღდება,
კვლავ ქრება კვამლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი