პაოლო
ზოგს რაც პოემით ვერ უთქვამს მგოსანს, – ძალუმდა მისას კალმის ერთ მოსმას… დრო დიდი მან არ ღირსა ჭოჭმანს, – საწურთო დათმო ჩემზე უმცროსმა. მე ყურს არ ვუგდებ, დღეს ვინ რას როშავს, სულსა ვერ სძლია, ეს ვიცი, ხორცმა… პაოლომ ტყვია იგლიჯა როცა, დროს ჰგლიჯა ტყვია, დროსა! რაც მთავარია,მას, ნიჭის გარდა (რასაც ვერარა ვერ მაღალს ხალთა); სინდისიც ჰქონდა, სინდისიც ჰქონდა, – აქვს რაც ამ ქვეყნად ძალიან ცოტას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი