რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის აწი...
რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის აწი: წვიმაა თუ მზე?! დღეა თუ ღამე?! – ერთიც კი როცა არ შემრჩა კაცი, – რო მივახარო, – რაც გამახარებს! ყველამ გამწირა, – მეგობრისა ვინც იყო მსგავსი: მიწაზე ყოფნას ზოგმა ყოფნა არჩია ცაში. ზოგი მათგანი ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში: ტყე აიჩეხა, – ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მიყვარსს))