თუ ფიქრობს...
თუ ფიქრობს ვინმე, – გავკმინდოთ ენა! – შენც არ მომიკვდე! – არა და ვერა! შოთა რომ არა! ვაჟა რომ არა! ტატო რომ არა! – კიდე, -ხო, მარა…. ესენი როა?! ესენი როა! – ახლა კი დროა! – ახლა კი დროა! – სოლომონ რომა, კვლავ დაიქუხოს საქართველომა! დღე მოიწევს კრიალა ირიჟრაჟებს…. დღე მოიწევს კრიალა, – ტოროლა ცას შეასკება… იალა!.. ჩირგვიანა, ჩიტიანა, ხიანა, ფოთლიანა, ღელიანა, ტყიანა, – დედამიწა ხარობს ყველაფრიანა! ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა! – გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად! – მიწიანა, კაციანა, ციანა, – საქართველოს მოთმინების ფიალას!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი