ერთი სახლი
დედაქალაქში, სხვათა შორის, სახლია ერთი, იმ სახლის სისწვრივ უამრავი სახლები დგანან. აღემატება ჩემს ძალ-ღონეს იმ სახლის გვერდით მშვიდად, ყოველგვარ მღელვარების გარეშე გავლა. ეს ის სახლია, სადაც სულ ამ ერთი წლის წინათ მე ყოველღამე მეძინა და ვტოვებდი დილით. ეს ის სახლია, სადაც, როცა თოვდა ან წვიმდა, - ვგრძნობდი, - თუ ჭერი საკუთარი არის რა ტკბილი! ეს ის სახლია, სადაც ახლა დედაა ჩემი, ეს, ის სახლია, სადაც ახლა ჩემი და ცხოვრობს... და, თუ მე თვალზე, - იქ გავლისას, - არ მომდის ცრემლი, ამის მიზეზი, - სირცხვილია მხოლოდ და მხოლოდ. დედაქალაქში, რა თქმა უნდა, სახლია ბევრი. დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ქუჩაც ბევრია. მაგრამ სულ სხვაა სახლი, სადაც აგიდგამს ფეხი, მაგრამ სულ სხვაა ქუჩა, სადაც შენ გირბენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი