შუაღამისას ..
შუაღამისას, - საათი რომ დარეკავს თორმეტს; ბიჭები როცა გადაკრულში არიან ხოლმე; სახლში შემოჰყავთ საიდანღაც დიაცი სიძვის და... სიგარეტი საფერფლეზე თავისით იწვის... შუაღამისას, - ქუჩა როცა შავად კრიალებს; ვითომ ტრამვაის უცდის როცა დიაცი მრუში... ქუჩაში როცა უხმაუროდ გაისრიალებს უკანასკნელი ტროლეიბუსი... შუაღამისას, - ოდეს საფლავს აწვიმს მამისას... და...ვეღარც ვფიქრობ, აღარც ფიქრობ, ვითარცა გუშინ, - უხმო ძახილი გეყურება უხალხო ქუჩის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
უჩვეულოა..