ვაი ჩვენს პატრონს!


დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი,  ხან კიდევ კევრი.

ვხედავ – რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ,
და. მე შენ გეტყვი – უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.

კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს:
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ.

გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი.

დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი: –
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი.

ვაი, ჩვენს პატრონს. ჩვენი ყოფის თავი და ბოლო, –
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!

დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი,  ხან კიდევ კევრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი