ძველთა ჩვენთა წესი
უჩრდილებდათ მუხა, ვერხვი, ბზა თუ ძეწნა, ჩასცქეროდნენ მიწას, თუ უმზრდნენ ზეცას, თავგანწირვა ჰქონდათ ძველებს ჩვენსას წესად, ჩვეულებას სთვლიდნენ რჯულზე უმტკიცესად. ვცვლით როდესაც მიწას, ვიპყრობთ როცა ზეცას, – ძველთა ჩვენთა წესი არ გვაწყენდა დღესაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი