პუშკინი თბილისში
პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს. ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს. მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე. – ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო! …პუშკინს არ უნახავს ამდენი სიცილები, თუმც ბევრი უმასხრია, ნახვაზეც უზრუნია უკვირს – რაც უნდა თქვას – ღიმილით იცილებენ, ვერ მიხვდა: ღიმილი – ქართველის რუსულია. …აქ ქალი ისეთი რონინებს რამდენი, როგორზეც მან ერთგან დასწერა: „я кинжалом хорошо владею я близ кавказа рождена…“ …დამდგარან ვირები ყურების დაშვებით. კიტრებით სავსენი ჰკიდიათ გოდრები. რუსისგან საქულას მოგება დარჩება. ვინ იცის, გადარჩეს საქო გაკოტრებას. …პუშკინმა დანახარჯი ღიმილით მიუთვალა, საქომაც გაუღიმა პუშკინს ნაცვლად ხურდის. – რამ გაგათახსირა, საქო ავლაბრელო! – რა ჰქონდა პუშკინს შენი გასაქურდი! …თავადმა ცხენიდან ქალს თვალი მოლანდა. ჩამოხტა. ხეს მიაბა ცხენი. მას კოცნა სწყუროდა და მანდილოსანმაც წყალივით მიაწოდა ხელი. …პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს. ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს. მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე. – ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი