თქვა ოპიზარმა
ტანახოვანმა, დღეს მიწაში მწოლმა გულაღმა. თქვა ოპიზარმა, ხოტივარმა, თუ ხახულარმა: დაჯდები ქოხში, სასახლეში, თუ ხის გრილოში: ღვინო შენ უნდა დალიო და არა ღვინომ – შენ! . . . . . . . . . . ძენი, ძისძენი მეფე გუბაზის, – მერე რამდენი, მერე რამდენი! – დახოცილები ქართულ სუფრაზე, – დიღომში წვანან სამარაბდენი. შნიშნი, ბადიშნი ლაზი ფარტაზის, – გალეშილები, არა ფხიზელნი. ხშირ შემთხვევაში მსხდარნი პანტაზე. – ვაკეში წვანან საასპინძენი. კმარა. გვიანღა იქნება მერე! – გვიახლოვდება. ვხედავ. წერტილი… და საქართველოს უკვდავი მტერი – სიცილით კვდება ჯალალედინი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი