პასუხი
სველია თუმცა ქვრივთა ცრემლით ქართლის მინდვრები, დედა ქართვლისა უფრო ხშირად ვიდოდა ძაძით; მაგრამ ხალხს, მჯერა, კიდევ შერჩა ცრემლი იმდენი, – კვლავ რომ დაღვაროს, – თუ კაცური მოუკვდა კაცი! დღემდეა თუმცა წყალწითელა სისხლით წითელი, მომხდურს ქართველის არ უნახავს რადგან ზურგი; მაგრამ, ჯერ კიდევ, ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი, – კვლავ რომ დავღვაროთ, – დასჭირდება სამშობლოს თუკი! და, თუა ვინმე- ეს ამბავი არ სჯერა ვისაც; ურწმუნო იგი, – მით უმეტეს თუა ქართველი! – არც მკვდარს, არც ცოცხალს – არ ეკუთვნის მას ქართლის მიწა! კაცი ასეთი ცხენის ძუით არის სათრევი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი