დავითი
ჯდა ვახტანგ მეფე მარტოკა, – უხანჯლოად და ულახტოდა. მაღლიდან ნახა: სირბილით კიბეზე კაცი ახტოდა. ავარდა – მეფეს წარუდგა და ფერხთა მისთა წინარე დაემხო – მიწას აკოცა… ვახტანგმა: – ნეტა ვინ არი? ერთხანს უმზერდა ხელმწიფე და როს უბრძანა: – ადექი! წამოხტა – წელში გასწორდა. ვაჟკაცი წარმოსადეგი. შეხედა – იცნო – გაოცდა – წამოიძახა: – დავითი! თვალწინ დაუდგა მიწა და ზეცა და ხალხი თავისი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი