ანი და ჰოე
ფიქრებში იელვებს ტაძარი ხატულა; დღედ დღევანდელი უეცრივ წამერთმის: ქართლად იჩქარიან, - მეტყველნი ქართულად, - შუამდინარეთით მამანი ცამეტნი. - ქართული საიდან?! ნანგრევებს გავძახი, - საიდან?! საიდან?! - ნანგრევი რას მეტყვის!.. გახარებულია ხელმწიფის სასახლე: ქართულით უბნობენ მამანი ცამეტნი. . . . . . . . . . . მცხეთით დაწყებული, - გასრულდა მცხეთაში: სიახლე მძვინვარებს უძველეს ბალავარზე.... - ანი და ჰოე ვართ ქართლისა მე და შენ! - გიორგი მეთორმეტეს ეტყვის ფარნავაზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი