ღმერთკაცი
ხელში გელათი უჭირავს ერთში, წიგნი უჭირავს მეორე ხელში. მეფეა კახთა, სომეხთა, რანთა, აფხაზთა, სვანთა და უდიმართა. ტანზე ქრისტესი აცვია კვართი, გადაჰყავს თევზნი რიონში მტკვართით. მზეა კახთა, მთიები – რანთა, ლიფლიფი – სვანთა და უდიმართა. მხარზე ვეება გაუდევს ლოდი და მოდის – თითქოს უტვირთოდ მოდის! – მეფენი შვიდნი ვინც პურად დასხნა, საზღვართა გარე ვინც მტერნი გასხნა, იმერთა წყალთა ვინც თევზნი შთასხნა, ვინც ვერ ისვენებს საფლავში ახლა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი