კრწანისი
ეს ადგილი კრწანისია! – დაისთაგან ქართლისათა რიგით ბოლო დაისია! აქ ქართველნი ჩაიხოცნენ, – მტკვარი გახლავთ ამის მოწმე. ამ მიწაში წვანან ახლა კაცნი ყველა გორისანი; მხნედ ხმარობდა ზოგი ფარ-ხმალს, ზოგი გახლდათ მოისარი. წევს წყნეთელი კახის ფერხთით, კარსნელს მიწაც კი არ შეხვდა! არბოელი უწევს გვერდით ქიტესა – ხევსურს – პირიქითელსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი