ტყე-ტყე მიდის ..
ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… იმღერს ლექსთა საბრალოთა… მიდის… მიდის… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… სჭკნება ტურფა საბაღნარო… სწყდება ზეცას მეტეორი… – მოშაირე არა ჰქვია, თუ სადმე თქვას ერთი ორი! ერთი… ორი… და იცვლება საუკუნე საუკუნით… მაინც მღერის, მაინც სტირის, ვით სტიროდა გული… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… იმღერს ლექსთა საბრალოთა… მიდის… მიდის… ღმერთო ერთო! – ღმერთო ერთო! – თრთის სხეული… თრთის ბაგენი… რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი – ისმენდიან, – გაჰკვირდიან, რა ატირდის, – ატირდიან… – რა პატარა ქვეყნიდანა… რა დიდია!… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… მიდის… მიდის… წვება ბინდი… ვარსკვლავები… კვლავ დილა!… – ავთანდილი?! – რუსთაველია! რამ გაავთანდილა!… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი