მოვა ...
მოვა სექტემბერი წვიმით და ტალახით და უცბათ მოიწყენს პატარა ქალაქი. აღარც „დაჩნიკები“, აღარც ბაზრობები, აღარც ტურისტკები, აღარც გაცნობები! აღარც ქოლგები და აღარც “ფიატები“ აღარც ბრკოლდები და აღარც გვიანდები. ცვივა ხეივანში ჭრელჭრული ფურცლები, ქებაძის - ფანჯრები არჩვაძის - ყურძნები... პაწია სკვერები - პროვინციულია... ბულვარს რომ გადადის - მგონი, ციურია! პაწია, მოწყენილ ქალაქს რა ჯობია! - აქ ყველა გიცნობს და ყველა ნაცნობია! და ყოველ საღამოს (რა უნდა აკეთო!) არც გაგემტყუნება, - რესტორანს დახედო! ან ძმაკაცს მიადგე, - ძმობა - სიკეთეა, - ვბაასობთ, ჭიქაზე ხელი გვიკიდია; გავყურებთ შოდას და რიონის სანახებს, ვთხრით ძნელადგასაძლის სატახტო ქალაქებს; და მყუდრო დღეები დღეებს მიჰყვებიან, - ტბაზე გაბაწრული საწყალი იხვებია... არის მოწყენაში რაღაც სიტკბოება, რაც ქვეყნის ზრიალში აღარც იპოვება... სად იყავ, სად ვიყავ, სად ვიყავ აქამდის?! „მშვიდობით“ თუ არა, რად არ ვთქვი „ნახვამდის!“ რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, იმერეთში, გვიან-სიბერეში, გვიან სიბერეში - ოქტომბრის წვიმებით, ნოემბრის ტალახით - მიყვარს მოწყენილი პატარა ქალაქი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი