ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ..
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): _ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი... უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _ თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, _ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ბრავოოოოოოოო