მახსოვს!
სოსო იორამაშვილის ხსოვნას ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _ მახსოვს! შენი დათვისისხლა შავი ღვინო _ მახსოვს! შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _ მახსოვს! შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _ მახსოვს! იორ-მუღანლოში სადილობა _ მახსოვს! შენ რომ შემაყვარე ნადირობა _ მახსოვს! შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _ მახსოვს! შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _ მახსოვს! მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _ მახსოვს! შენ რომ დაიხარე და აიყვანე _ მახსოვს! ივრის ჭალები აქოჩრილი _ მახსოვს! ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _ მახსოვს! მზისგან დამწვარი გორმახები _ მახსოვს! შენი თათარი ყონაღები _ მახსოვს! ბოლო ხანებში გვეღლებოდი _ მახსოვს! მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _ მახსოვს! `მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო~, _ მახსოვს! `ჰაუ, რანაირად თენდებაო!~ _ მახსოვს! ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _ მახსოვს! ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _ მახსოვს! `გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი, რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი~...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი