უფლისციხესთან ..
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი და კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარი ლექსია