ვერაფერი გამიგია..
ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია _ მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან _ მშვენიერად არიან. უფრო ხშირად ახლა შინ ვარ, წვიმას ვნატრობ შხაპუნას: შევსვათ! ყველა თავის წვრილმან საზრუნავში ჩაფლულა! ყველა თავის ნავში სხდება, ყველამ სადღაც გაცურა, ყველა კვდება, გული მწყდება _ წასულან და წასულან! და დღეები გადის ზანტად, ღამეები გროვდება, ვიღაც უსაშველო ლანდად მწუხრში მიახლოვდება... მინდა მთაზე ავირბინო, ზღვის მიქცევა ვიხილო, თავში ხელი წავიშინო _ რაც მომხვდება, ვიყვირო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი