მეტეხის კლდეში სწერია..
მეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: _ რა უფრო მშვენიერია: დიაცი _ უბემჩინარე, თმადათოვლილი მოხუცი, ჩვილი _ აკვნიდან მცინარე, ვაჟკაცი _ ომში გასული, მამულისათვის მძვინვარე, თუ უკვე შუბლგაჩეხილი _ გაუღვიძებლად მძინარე?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი