ბოღჩებით და ყავარჯნებით..
ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავალთ! კეისარიც, სპასალარიც, თვითონ რომის პაპიც თავად (სხვა სოფელი არსად არი!) _ ყველა გრძელ სოფელში წავალთ! ამ ტალახებს გავშორდებით, ამ ორღობეს ლაფში ვყავართ... მადლობა ღმერთს, გავსწორდებით, ყველა _ გრძელ სოფელში წავალთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი