კაცი სხვის რითმებს წვრთნის..
კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _ სახავს უწყინარ ლაღობად, გალაკტიონი თვლის ჯიბეში ხელის ჩაყოფად. წერს: `რა ხდებაო ეს?!~ წუხს: `ჯოგის ხელში ცვდება _ სადაც ჩავხედე ლექსს, სულ ჩემი რითმა მხვდება!~ წერს: `რითმაც უთაქია, რიტმებსაც ჩემსას ავლენს, _ იცოცხლე, უთარგმნია ბლოკი მშვენივრად პავლეს!~ `მართალი გახლავს ზოგი, ვინც ქართულ თარგმანს აქებს, კი, ნაღდად იგებს ბლოკი, ოღონდ _ პავლია აგებს!~ `ქურდობს დღისით და მზისით, ძარცვაში ტოლი არ ჰყავს, ქარგავს რითმებით სხვისით, სხვისი რიტმებით ჩარხავს...~ და იქვე დასძენს: `სხვაა, და არც არავის არ ჰგავს, გალაკტიონი _ ზღვაა, ამით არაფერს კარგავს...~ კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _ სახავს უწყინარ ლაღობად, _ გალაკტიონი თვლის ჯიბეში ხელის ჩაყოფად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი